„მეგობრებო! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით..“ – სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს
· 300
მომღერალი სოფო ნიჟარაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მისი სახელით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
„მეგობრებო!!!! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიკ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი, რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება,
რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ!!!!
არასდროს არ გამითამაშებია ფული!
არასდროს!
არასდროს!
არ მისცეთ არავის პირადი მონაცემები, ნუ ტყუვდებით კიდევ ერთხელ გთხოვთ!“, – წერს სოფო ნიჟარაძე.