,,მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა“ – სააკაშვილი

0
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მეგობრებო “ლელოდან” შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
დიქტატურასთან საუბარი გამოუვა მხოლოდ ერთიან ოპოზიციას და მხოლოდ ძალის პოზიციიდან. სხვანაირად ამას კოლაბორაციონიზმი და ხალხის დაღალატება ჰქვია.
ან ვიქნებით ერთად ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს და არა ის ვინც მუხლებზე დამდგარი იხვეწება შეწყალებას.
არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ეს “ინიციატივა” გამოაგორეს ოპოზიციური ალიანსის გააქტიურების ფონზე. ეს აქტიურობა დიქტატურას ძალიან აშინებს.
იმედ ვიტოვებ, რომ სულ მალე “ლელოსთან” ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში.“

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”