“მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ!” – მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილ პროევროპული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
გერმანელმა პარლამენტარმა, რომელიც კიდევ შვიდ ევროპელ დეპუტატან ერთად, მსვლელობით შეუერთდა დემონსტრაციას, შეკრებილებს “არ დანებებისკენ” მოუწოდა და უთხრა, რომ იგი თბილისს ეწვია, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატოს ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ.
“მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ.
ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი სათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი”, – თქვა როთმა.
აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც:
“ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ”.
თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა გზა უკვე გადაკეტეს და მართავენ აქციას, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”.
ფორუმი