„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით, არის „ომის პარტიის“ და დასავლეთის კონკრეტული ძალების „მეგობარი აქტი“ და არა ქართველი ხალხის და ამომრჩეველთა უმრავლესობის „მეგობარი აქტი“

„მეგობარი აქტი“ თავისი შინაარსით, არის „ომის პარტიის“ და დასავლეთის კონკრეტული ძალების „მეგობარი აქტი“ და არა ქართველი ხალხის და ამომრჩეველთა უმრავლესობის „მეგობარი აქტი“
„კონგრესში ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, დასავლეთის კონკრეტული ძალების და ქართული ოპოზიციური სპექტრის მიზანია ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია. „ეს გამორიცხულია და ამას ვერცერთი ძალა, დღეის მოცემულობით და ამ მმართველი გუნდის პირობებში ვერ შეძლებს,“ – განაცხადა მან.
„აქტი თავისი შინაარსით ერთი ერთში იმეორებს იმ პოლიტიკურ მესიჯბოქსს, რაც აქვთ დასავლეთის კონკრეტულ ძალებს და ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. მათი მიზანია ქართული სახელმწიფოს უკრაინიზაცია და ფერადი რევოლუციით ჩვენი სახელმწიფოს მაიდანიზაცია. ეს გამორიცხულია და ამას ვერცერთი ძალა, დღეის მოცემულობით და ამ მმართველი გუნდის პირობებში ვერ შეძლებს. ეს კარგად იცის ოპოზიციამაც და კონკრეტულმა ძალებმაც.
ახლა მათი მთავარი სამიზნე 26 ოქტომბრის ა ანუ არჩევნების შედეგი. კონგრესში ერთ-ერთმა მომხსენებელმა ღიად განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ბრალი დაედება „ქართულ ოცნებას“, სახელისუფლებო გუნდს, თითქოს მან გააყალბა არჩევნები და ეს იქნება ერთ – ერთი მსხვილი და მსუყე საფუძველი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ისინი ამბობენ, რომ მაიდანიზაციამ ში გაზარდა დემოკრატიის ხარისხი. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკურად გაუმართლებელი, სასირცხვილო შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის ქართველებისგან, რომლებიც 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მომართული მოღალატე ძალები არიან, “ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კამპანიაა აწყობილი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან, როგორ ავიცილოთ გაყალბება – იქნება პრეზუმფცია, თითქოს, აუცილებლად ვიღაცამ, რაღაც უნდა გააყალბოს