“მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს

“მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს
„მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.
„ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.
Next: იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს