„მეგობარი აქტის“ შეჩერდა კარგია, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა” – კობახიძე

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას -სგან, საქართველოში ველოდებით ელჩის დანიშვნას, რასაც თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას, მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია -სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება, ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას. რაც შეეხება „მეგობარი აქტს“, იმას, რომ გაჩერდა ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, ეს კარგია, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპულად დასრულდეს ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის“ გამარჯვებით. ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას