“მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის – ირაკლი კირცხალია

“მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის – ირაკლი კირცხალია
კოშმარია ის ძალა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატის დამმყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები. კოშმარზე როდესაც საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “მეგობარი აქტის” სათაურიც კი შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. ასევე, კირცხალიას განცხადებით, წინ სენატში მოსმენაა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი აღნიშნულ აქტს, შესაბამისად, გამოჩნდება, თუ რამდენად მიჰყვება ტრამპი მისი მიერვე გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს.
“რაც შეეხება “მეგობარ აქტს”, თვითონ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო საქართველოდან წარმომადგენელი და ე.წ. ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შემდეგ ის სახელები და გვარები, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” ლობირებენ – ვნახეთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიდა ეს ყველაფერი. ასე რომ დაველოდოთ, რა განვითარება მოჰყვება. წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. შევხედოთ, იმ გაცხადებულ პოლიტიკას როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს