მეგი სმიტი გარდაიცვალა

ოსკარების მფლობელ ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, მეგი სმიტს, ბევრი „ჰარი პოტერის“ სამყაროდან იცნობდა, როგორც პროფესორ მინერვას. დაუვიწყარია „ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის, ტრანსფიგურაციის” მასწავლებელი და „გრიფინდორის“ კლუბის ხელმძღვანელი პროფესორი მინერვა მაკგონაგელი.
მსახიობის გარდაცვალების ამბავს მისი ოჯახი იუწყება. განცხადებაში ვკითხულობთ: „დიდი მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ დეიმ მეგი სმიტი დღეს დილით, 27 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ორი ვაჟი და ხუთი მოსიყვარულე შვილიშვილი ძალიან დამწუხრებულები არიან არაჩვეულებრივი დედისა და ბებიის დაკარგვით“.
მეგი სმიტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ორი ოსკარი აქვს მოპოვებული 1969 და 1978 წლებში.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”

ასევე დაგაინტერესებთ

გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით – ომბუდსმენი