მეგა მატჩი კალიფორნიაში – “დენვერმა” “საკრამენტოს” ბოლო წამებზე მოუგო [VIDEO]

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “დენვერ ნაგეტსი” “საკრამენტო კინგსს” ესტუმრა და 130:129 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ჯამალ მარის ზუსტი საშუალოთი გაირკვა.
სტუმართა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა 20 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა რასელ უესტბრუქმა, სათადარიგო სკამიდან ძირითად ხუთეულში გადაწეულმა ვეტერანმა თავი 18 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება საუკეთესო მექულესა და მატჩის მომგები სროლის მფლობელს, ჯამალ მარის, აქტივში 28 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
რაც შეეხება “კინგსს”, დომანტას საბონისმა 28 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა, დეარონ ფოქსმა – 29 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.
მშვენიერი მატჩი ჰქონდა მალიკ მონკს, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა , 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.
სასტარტო ხუთეულიდან კი დემარ დეროუზანმა 17, ხოლო მაკდერმოტმა 16 ქულა ჩააგდო.
ამრიგად, “ნაგეტსი” 14 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს, “პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან” სტუმრად გამართავს.
“საკრამენტო” 13 მოგებითა და 14 წაგებით ამავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 20 დეკემბერს კი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლებს.