მეგან მარკლი ჰოლივუდში გამართულ წვეულებაზე გამოჩნდა – Marao

ოთხშაბათს, სასექსის ჰერცოგინია ბევერლი ჰილზში გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ტაილერ პერისთან ერთად გადაიღო სურათები
43 წლის მეგანს უილშირის სასტუმროში ყოფნისას ოსკარ დე ლა რენტას შავი კაბა ეცვა. კაბას მან Logan Hollowell-ის ბრილიანტის ყელსაბამი და ლორეინ შვარცისა და ენგენდერის ბეჭდები შეუხამა – აქსესუარების ჯამური რაოდენობა 20,000 დოლარია.
მეგანს ხელზე ასევე ეკეთა 6,360 დოლარის ღირებულების “კარტიეს” სამაჯურიც.
მეგან მარკლი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. მამის მხრიდან იგი ინგლისელ-ირლანდიელია, ხოლო დედის ხაზით აფროამერიკელი. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც ბაკალავრის ხარისხი მიიღო საშემსრულებლო ხელოვნებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ამის შემდეგ იგი დროებით გადავიდა ბუენოს-აირესში, არგენტინაში, სადაც ამერიკის საელჩოში მუშაობდა.
2016 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინც ჰარის რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მეგან მარკლთან. 2017 წლის 27 ნოემბერს ისინი დაინიშნნენ, 2018 წლის 19 მაისს კი ქორწილის დღეც დაინიშნა.
ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 8 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მდინარე იორდანედან ჩამოტანილი წყლით ანგლიკანად მონათლა მეგანი, რათა ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. მის ნათლობას დაესწრო როგორც პრინცი ჰარი, ასევე მამამისი, პრინცი ჩარლზი და მისი მეორე ცოლი, კამილა. მისი 45 წუთიანი ნათლობის ცერემონიალი კენტერბერის ეპისკოპოსმა ჯასტინ უილბიმ ჩაატარა. ვინაიდან მარკლსა და ეპისკოპოსს კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგანმა მონათვლა მას თავად სთხოვა. უილბიმ მას ასევე შეასწავლა ანგლიკანური რწმენისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები.
2018 წლის 19 მაისს, უესტმინსტერში შედგა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწინება, რის შემდეგაც მას სასექსის ჰერცოგინიობა უბოძეს. ამავე წლის 15 ოქტომბერს წყვილმა გამოაცხადა, რომ 2019 წლის გაზაფხულისათვის ბავშვს ელოდებოდნენ.