მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „თბილისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე-ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა: 311,35 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა: 121.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 090,14 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 41 090,14 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის ჯ.ფ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები