ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
