მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის