მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი მორევმა ჩაითრია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.