ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის მოტივით, 3 000 ლარით დააჯარიმეს.
“გამონაკლისი დაუშვეს დღეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩემზე. დამაჯარიმეს 3000 ლარით, იმიტომ, რომ მდინარაძეზე ვთქვი, რომ “მდინარაძეა.
მამუკა მდინარაძე, დამელოდე”, – წერს ის.
მამისეიშვილმა გუშინ დაწერა, რომ მდინარაძემ უჩივლა.
“მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს”, – დაწერა გუშინ მამისეიშვილმა.
