მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციებას არ ასაჯაროებს
06 აპრ 202619:22
პუბლიკას ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის და მისი ოთხი მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება. ამასთან, წაშლილია მდინარაძის დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როცა ის პარლამენტის წევრი იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები უწყების ხელმძღვანელ რგოლს წარმოადგენენ და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ ქვეყნდება.
უწყების განმარტებით, ეს მიდგომა საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრაშია. ამასთან, სუს-ში აღნიშნავენ, რომ „პარადოქსულია“ ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციების საჯაროობას ავალდებულებს და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზეც მუშაობა მიმდინარეობს.
სუს-ის განცხადებით, დეკლარაციები შევსებული და წარდგენილია შესაბამის უწყებაში, თუმცა საჯარო ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 3 სექტემბერს აირჩია.