„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე, მამუკა ხაზარაძეს მძიმე ბრალდება წაუყენა. მისი მტკიცებით, ოპოზიციური ლიდერები გარე ძალებისგან იმართებიან.
“მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას. მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს”- აცხადევს მდინარაძე.
