მდინარაძის თქმით, ტრამპს ომის პარტიამ ესროლა და ოცნებაზე “ტერაქტსაც” ის გეგმავს

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და კობახიძისადმი ე.წ. ფიცოს ბედის გაზიარების მუქარას შორის პარალელი გაავლო. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, სა და ტრამპს საერთო მტერი – გლობალური ომის პარტია ჰყავთ, ხოლო ხელისუფლების მიერ სპეკულირებული “ტერაქტი” ქართული ოცნების წევრებსა და ბიძინა ივანიშვილზე მოჩვენებითი არაა და ამას ტრამპის და კობახიძის მაგალითებთან ერთად, რობერტ ფიცოსა და ს ინციდენტებიც ადასტურებენ.
“ერთადერთი [ტერაქტთან დაკავშირებული გამოძიება] მახსენდება გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტი. არ ააფეთქეს თავისიანი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეხდინათ? არ ააფეთქეს? მოგვეჩვენა გივი თარგამაძის აფეთქებაც? თუ ბოლო პერიოდში მოეჩვენა ირაკლი ს მინიშნება მკვლელობაზე? თუ ტრამპის ყურთან ჩაწუილებული ტყვია მოგვეჩვენა, და გაკაწრული და არა გარდაცვლილი, საბედნიეროდ, ტრამპი, ესეც მოგვეჩვენა? ფიცოს მკვლელობის მცდელობა მოგვეჩვენა? არ ხდება ეს გლობალური ძალების და გლობალური ომის პარტიის მიერ, რაღაც ძალის მიერ, რომელზეც სულ სპეკულირებთ, რომ არ არსებობს თითქოს? თავისით ემთხვევა?” – ეკითხება ჟურნალისტებს მდინარაძე.
მდინარაძის მტკიცებით, დაუჯერებელია, რომ ტრამპის, ფიცოს, ორბანის ინციდენტები და ირაკლი კობახიძისადმი “მითითებულ რაღაც” (გულისხმობს უნგრელი ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის სიტყვებს, რომლებიც ირაკლის კობახიძემ მუქარად აღიქვა) უბრალო დამთხვევა იყოს.
“ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს და ა.შ. ეს ყველაფერი შემთხვევით, აგერ მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს? დამთხვევების გჯერათ თქვენ? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების და თქვენ დაიჯერეთ” – ამბობს მდინარაძე.
ოცნების აღმასრულებელი მდივანი ტრამპის გადარჩენას ე.წ. ფსევდოლიბერალური ფაშიზმისაგან ღმერთის წყალობასაც მიაწერს. მისი თქმით, ამას “სხვა ვერაფერს დააბრალებ”.
“ფსევდოლიბერალური ფაშიზმი ამას მოიცავს, მათ შორის, ვინც არ დაეთანხმება მათ, ყველა უნდა აბულინგონ, მაგრამ ასე არ არის. არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომლებიც დაიგეგმა სადღაც, არ გამოუვათ, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ, საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით. სხვას ვერაფერს დააბრალებ, მაგალითად, ტრამპის გადარჩენას, ხო? ყველამ ვნახეთ. […] – ირწმუნება მდინარაძე.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. სუს-ი მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.
დღეს, 23 ივლისს, გამოკითხვიდან გამოსულმა ქართველმა მებრძოლმა, გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თქვეს, რომ გამოძიება, მათ შორის, იმაზეც მიმდინარეობს, რომ თითქოს, სა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელება და ამ გზით ხელისუფლების გადატრიალება იგეგმება.