მდინარაძის თქმით, “ოცნება” ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ დღეს, 14 აპრილს პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, რისი მიზეზიც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გაზრდაა.
მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის საქმიანობის შემსწავლელი კომისია მუშაობას 5 მაისს დასრულდება, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი, თვითმმართველობის არჩევნებამდე შესაძლებელი იქნებოდა ყველა იმ საჭირო პროცედურის გავლა, რაც ოპოზიციური პარტიების ასაკრძალადაა საჭირო.
10 აპრილს კომისიამ სამუშაო დროის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, შესაბამისად, დღეს მდინარაძემ განმარტა, რომ კომისიის მუშაობის დასრულებიდან 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციის აკრძალვა პროცედურულად შეუძლებელი იქნება.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო. კომისიის სახელზე ყოველდღიურად საქართველოს პარლამენტში ყოველდღიურად ასობით განცხადება შემოდის, სადაც “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიებია მოყოლილი. ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს.
წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს. გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ.
მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა”, – თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ს შემდეგ, “ოცნება” ოპოზიციის წინააღმდეგ მოამზადებს კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც გახდება საფუძველი, როგორც თავად უწოდებს, “კოლექტიური ნაცმოძრაობის”.
“მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.
ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, – აღნიშნავს მდინარაძე.
დროებითი საპარლამენტო კომისია, “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში ენმ-ისა და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შექმნა. კომისიას წულუკიანი ხელმძღვანელობს.
თავდაპირველად კომისიას უნდა შეესწავლა 2003-დან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენები. თუმცა, მოგვიანებით მისი მანდატი გააფართოვეს და 2012 წლიდან დღემდე მოვლენებზეც გაავრცელეს.