ხალხის ძალა რომ ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს, რაღაც-რაღაცებზე ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში, რომ არ გვინდა. განსხვავება იცით რა იყო? მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ, რომ არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხომ მართლები აღმოჩნდნენ? ხომ მართლა გაჭრეს ყინული კარგი გაგებით? ბევრი რაღაცები ილაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ…
ამ ხალხს ეს ხომ უნდა დავუფასოთ. ხომ უნდა დავუფასოთ, რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს, მაშინ არაპოპულარული და დღევანდელი გადასახედიდან, ეხლა გადავახვიოთ და მოვუსმინოთ რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცაში შეიძლება დღემდე არ ვეთანხმებოდე, ოღონდ შინაარსში კი არა, არ ვეთანხმებოდე იმაში, რომ არ იყო აუცილებელი, რომ იმ დროს თქვეს დავუშვათ. მაგრამ ერთი-ერთში, მაშინ ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა თურმე რა ხდებოდა იმ დროს და თურმე, როგორი სიმართლე უთქვამთ იმ დროს, როდესაც ამ სიმართლის თქმა იყო ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-ის ეთერში კანდიდატის სტატუსის მონიჭებასა და “მეორე ფრონტის” კამპანიასთან დაკავშირებით.