მდინარაძე: ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავბრუნებოდით, მათ …

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სიმართლეს ყველა ადამიანამდე მიიტანს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების პირობა იყო კანონს არ დაბრუნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობოები ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, თუმცა, ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ.
„ყველა ადამიანამდე მივიტანთ სიმართლეს. იმ სიმართლესაც, რომ ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, მათ პირობა ჰქონდათ, არათუ პირობა, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ გამჭვირვალეა. სად არის გამჭვირვალობა? რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა და შავი ფულია. ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან. არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე და ხალხიც დაინახავს რა ფული, როგორი, რა მიზნობრიობით, საიდან შემოდის.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე