მდინარაძე: „ჩემთვის დიდი პატივია ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაკავება“

მამუკა მდინარაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, მის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდება, აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია კობახიძის თანამდებობის დაკავება.
„ტვ იმედის“ ეთერში მდინარაძემ აგრეთვე თქვა, რომ შესთავაზეს მისი ახალი და ძველი თანამდებობის – უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქციის თავმჯდომარის – შეთავსება.
„დიდი პატივია ჩემთვის ირაკლის თანამდებობის, ასე ვთქვათ, სტატუსის, დაკავება… შეიძლება, პირდაპრ ეთერში ასეთ რაღაცებზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ – შემომთავაზეს, შევითავსო ფრაქციის თავმჯდომარეობასთან უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა. ეს შეიძლება ასეც, მაგრამ ვფიქრობ, სხვას შევთავაზო.. ამდენი თანამდებობა, პარტიაში, [პარლამენტში]…“, – განაცხადა მდინარაძემ.
სამთავრობო და საპარლამენტო ხელმძღვანელობაში ცვლილებები 29 იანვარს დაიწყო, როცა პრემიერი გადადგა. 1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა, ხოლო პარტიის აწ უკვე ძველი თავმჯდომარე, პრემიერობის კანდიდატად დასახელდა და ამგვარად, დატოვა უმრავლესობის ლიდერის პოსტიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია