მდინარაძე: შოლცი დაუპირისპირდა ევროდირექტივას

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ რუსული კანონის კრიტიკისას გერმანიის კანცლერი “ევროდირექტივას დაუპირისპირდა”. ეს მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე თქვა, სადაც დილიდან რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.
“შოლცი დაუპირისპირდა ევროდირექტივას მათ შორის. იმ კაცის გადასაწყვეტია… ამხელა თანამდებობის პირია, გერმანიის კანცლერია, აქვს უფლება ევროდირექტივასაც დაუპირისპირდეს და საქართველოც გააკრიტიკოს. ჩვენც პასუხს ვცემთ. […] არ მოსწონს ამ კაცს ევროდირექტივა და რა გავაკეთოთ? ამიტომ რუსულია კანონი? “- თქვა მდინარაძემ.
12 აპრილს სთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ოლაფ შოლცმა თქვა:
“მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები”.
***