მდინარაძე: ქალები პარლამენტში უნდა მოხვდნენ დამსახურების და არა კვოტირების მიხედვით

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ქალთა კვოტირების თემაზე. კვოტირება არის გარკვეული, დროებითი პოზიტიური ღონისძიება ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე. დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა ოპონენტმა თქვა, რომ შემდეგ, განვითარების რაღაც ეტაპზე ეს მოსახსნელია, თუმცა, ჯერ არაო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაზროთ, ძალიან ცდება.
ამიტომ, მთავარი საფუძველი იმის, რომ გირჩის ინიციატივას [გენდერული კვოტირების გაუქმებას] დავთანხმებოდით იყო ის, რომ ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურების და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურების, პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით.
თქვა თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მ.
პარტია გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს, 1-ელ აპრილს ბიუროს სხდომაზე მოხდა.