მდინარაძე: ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათ

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი “აბსოლუტური უმრავლესობით” დაუჭერენ მხარს ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს. მდინარაძის სიტყვებით, დღეს საქართველოში ქალთა უფლებები იმ დონეზეა, რომ ქალები საპარლამენტო მანდატს მხოლოდ “დამსახურებისა და პროფესიონალიზმის” მიხედვით მოიპოვებენ. ამის შესახებ მან პირველ მარტს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ქალები, საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით, მომავალი დროიდან უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლებოდა, საჭირო ყოფილიყო. დიახ, მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე აღტკინებით ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა…
დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთ დონეზეა, რომ თავიანთი ადგილი ექნებათ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით და არა კვოტირების მიხედვით, მომავალ პარლამენტში და მომავალ თვითმმართველობის ორგანოებში. აბსოლუტური უმრავლესობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, – თქვა მდინარაძემ ბრიიფნგზე.
მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ქალების კვოტირების თემას მხარს დაუჭერს, პარტია „გირჩი“, თავის მხრივ, “ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით და არა “პოლიტიკური ინტერესით” დაუჭერს მხარს ს თავმჯდომარის და მისი წევრების კანდიდატების არჩევას”. მდინარაძის თქმით, თავად მონაწილეობდა “გირჩთან” მოლაპარაკებებში.
პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა პარტია „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო ს პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს აცნობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ სა და „გირჩის“ თავმჯდომარე ს შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს გაიმართება.