ჩემი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. მე ბატონ რატის ველაპარაკე, მასაც ბუნებრივია, უარი არ უთქვამს და სიხარულიც გამოხატა. ყველაზე ორგანული, თუ კი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის… ამ შემთხვევაში რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში და ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათოც არ შეიძლება იყოს რამე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება.
ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებზე დასმულ შეკითხვას – ამ თანამდებობას მიხეილ სარჯველაძე იკავებდა, რომელიც გუშინ, 11 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.