მდინარაძე უარყოფს, რომ შს მინისტრად ინიშნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის ჩანაცვლება მამუკა მდინარაძით იგეგმება.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც