ე.ი. ერთი ვერსიაა, რომ ვიღაცამ შეუკვეთა და ესროლა. და ვინც შეუკვეთა, ამას დავარქვათ გლობალური ომის პარტია და ორი აზრი არ არსებობს, თუ შეკვეთილი იყო, ეს ძალები დგანან ამის უკან, ტრამპის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. საკამათო ხომ არ არის რამე აქ? მეორე ვარიანტია, რომ თავისით ქნა ამ კაცმა. FBI-მ ხომ თქვა, სავარაუდოდ მარტო მოქმედებდაო.
მარტო თუ მოქმედებდა, რა იყო ამისი საფუძველი? ამ ადამიანის რაღაც განცხადებები, ჩაწერილი ტიკტოკზე ხომ ვნახეთ, ამ ახალგაზრდა კაცის, რომელიც შემდეგ დაიღუპა საპასუხო სროლის შედეგად.
ხო ვნახეთ, ეს ხო იყო ლიბერალური ფაშიზმის დამსახურება, იმ პიარკამპანიის დამსახურება, რომლითაც ვიღაცებმა ტრამპის წინააღმდეგ მიმართეს და გააღიზიანეს, გადარიეს ადამიანი, 20 წლის ადამიანი, გადაწყვიტა, თუ თავისით ქნა, ადგა და ესროლა შუბლში ტყვია, ხო?
ამ შემთხვევაში ვინ დგას ამის უკან? რა მნიშვნელობა აქვს, წადი, ახლა მე შენ გადაგიხდი მილიონს ან ათ მილიონ დოლარს და ესროლე ვიღაცას თავში ან წლების განმავლობაში ისე გაგაგიჟებ, ისე მოგახვევ ჩემს ფსევდოლიბერალურ ფაშისტურ ნარატივს თავზე, რომ გადაწყვეტ, ვინც ამის წინააღმდეგია და გამოდის განცხადებებით… რას ესროლა იმ ადამიანმა? ესროლა ომის დასრულებას, ესროლა კონსერვატიულ მიმართულებებს, ტრადიციულ მიმართულებებს, ამას ამბობს ჰო ტრამპი, ესროლა უკონტროლო იმიგრაციის აკრძალვის ინიციატორს. ანუ კონსერვატიული მიმართულების წარმოდგენის ადამიანს ესროლა ხო.
ან ერთია მართალი ან მეორე. ორივე შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში პირდაპირი დავალებით და მეორე სავარაუდო შემთხვევაში, პიარის მსხვერპლმა ადამიანმა ესროლა ბატონ ტრამპს.
ორივე შემთხვევაში ამის უკან დგას გლობალური ომის პარტია და გლობალური ძალები, რომელიც ამას ან პიარით ან პირდაპირი დავალებით უზრუნველყოფენ. ან ერთია ან მეორე და რატომ არ დგას ამ შემთხვევაში ეს ძალა ამის უკან?
