ქართული ოცნების წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, სენატორი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში “სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერითა და მისი ნარატივის გახმოვანებით”.
მდინარაძე ირწმუნება, რომ რიში გაემიჯნება თავის პოლიტიკურ წარსულს ან დიფ სთეითი კვლავ შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციებს.
“გუშინდელი ნაცური აღტკინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა.
ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს…
თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიფ სთეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიფ სთეითის ე. წ. ნარატივის გახმოვანებით.
შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ დიფ სთეითი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს.
ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ სენატორ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს აიდაჰოს შტატის არჩევნებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჯიმ რიში MEGOBARI ACT-ის წარმდგენი და საქართველოს მხარდამჭერია.
