საქართველოში, ერთ-ერთ საიტზე ანიმაციური ფილმი გადიოდა, შეიძლება, დღესაც გადის, სადაც საათნახევრის განმავლობაში ერთ-ერთ გმირზე იყო საუბარი, რომელმაც რაღაც ქალაქი აიღო, გადაარჩინა და საგმირო საქმეები ჩაიდინა. ეს ანიმაციური ფილმი, რომელსაც ბავშვები უყურებენ, ასეთი სცენით მთავრდებოდა – რომ შემდეგ, ეს პერსონაჟი მეორე მამაკაცთან მივიდა და არა როგორც კაცები ერთმანეთს გადაეხვევიან ხოლმე, არამედ, შეყვარებული წყვილისთვის დამახასიათებელი ფორმით მას ეამბორა. ტექსტი კი ედო, რომ სხვანაირად ბედნიერება წარმოუდგენელიაო და ეს პერსონაჟი, რომელიც საათნახევრის განმავლობაში ბავშვებს ისე წარმოუჩინეს, როგორც გმირი, არატრადიციული ცხოვრების წესის მატარებელი აღმოჩნდა და ამის პოპულარიზაცია მოხდა, რომ ამის გარეშე ბედნიერება შეუძლებელიაო. კონტექსტი ეს იყო. ეს ლგბტ პროპაგანდის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ამის მომხმარებელ ბავშვებს მოუწოდებს, რომ ბედნიერება სხვანაირად წარმოუდგენელია.
თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. მმართველი გუნდი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს.