მგონი საპარლამენტო ჟურნალისტები პოზიციის მიუხედავად დამეთანხმებით იმაში, რომ მიხეილ სარჯველაძე არის უპატიოსნესი, პროფესიონალი, მცოდნე ადამიანი, პიროვნულად კარგი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო თანაგუნდელი, ერთგული, უღალატო და თუ რამე პოზიტიური შეიძლება ითქვას, ვერც ერთთან დაკავშირებით ვერავინ გამაკრიტიკებს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი ადამიანი პოზიტიურობის თვალსაზრისით. და რაც მთავარია, მან იცის თავისი საქმე კარგად. იმ სექტორის მართვა ჩაებარა, რომელთანაც მეტ-ნაკლებად შემხებლობა ჰქონია. ზოგ საკითხთან ძალიან ახლო, ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობდა. მას ჰქონდა დევნილების საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე ძალიან ბევრი სამუშაო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა, მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ძალიან გამოცდილი ადამიანია ამ ყველაფერთან ერთად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესო მინისტრი იქნება, მისი, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული და პროფესიონალური საკითხებიდან, თვისებებიდან გამომდინარე.