საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის დასანქცირებული უკვე ათწლეულებია, არ აძლევენ ვიზებს. შედიან მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში და ვიზებს ვერ იღებენ. მათ რიცხვს თუ დაემატება მამუკა მდინარაძე, არაფერი არ შეიცვლება განსაკუთრებული, პირდაპირ გეუბნებით. როცა ჩვენ.
ვეუბნებით, გაამარტივეთ, ვიზალიბერალიზაცია გაუკეთეთ ქართველ ხალხს, ამ დროს, პირიქით, სანქციებით გველაპარაკებიან. მართალია, ვირტუალურია ეს სანქციები ჯერჯერობით, ყოველდღე მირეკავენ მათი არხების ჟურნალისტები, მეილი ხომ არ მოგივიდაო.