მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ს მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა რეალურად აღიარა, რომ მმართველი გუნდის დამხობა უნდა.

„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამი არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.

მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია – ამოქმედება გადაიტანეთ ს შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო – ეს თქვა ფაქტობრივად.

P. S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია?მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, პრეზიდენტმა…“- წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა