მდინარაძე საზმაუზე: მივაღწიეთ კონსენსუსს, მომდევნო 2 წელი ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც წელს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მ პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში პირველ არხის ბიუჯეტი იგივე იქნება, რაც მიმდინარე წელს, 2026 წლის 1 იანვრიდან კი დაფინანსების თანხა ქვეყანაში დასაქმებულების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
“ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე, რომელიც ასეთია: მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა შენობის, რომელიც არის დაწყებული და ეს არის ძალიან კარგი პროექტი, და მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ამის შემდეგ, 2 წლის შემდეგ ზუსტად, ანუ 2026 წლის 1 იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე. დღევანდელი მოცემულობით, თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს”. – თქვა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საზმაუსთვის გამოყოფილი თანხა “დღევანდელ საოპერაციო ხარჯებზე მეტი იქნება, ანუ ხელფასების ზრდა და ინფლაციის შესაბამისი და ადეკვატური ზრდა ყველა მიმართულებით საზმაუს შიგნით შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისი ხარჯებით დაფაროს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ იქნება დასაქმებულების ზრდა ქვეყანაში”. თუმცა, თუ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება “საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიყვება და არ შემცირდება”.
15 ნოემბერს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოქმედი წესი აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელეს და კანონპროექტის მიღებამდე შალვა პაპუაშვილს შეხვედრა სთხოვეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტში განსაზღვრული დაფინანსების წესი “ცვლის მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
19 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ს შეხვდნენ.