მდინარაძე: სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ

“ჯენზი თაობის წარმომადგენლის, ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ, ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა.

სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ. ამავე დროს, კიდევ მრავალჯერ ასახელებენ თავის სამშობლოს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გმირული თავდადებით და ბრძოლის ჟინით!
მართლა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! ჩვენი გასაკეთებელია, ქართველ ხალხთან ერთად!
ისე რა გადამწარდნენ… ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს,“ – წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის