დღეს, 11 აპრილს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება, რათა მათ რუსული კანონის შინაარსი გააცნოს.
შეხვედრა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, 10 საათზე დაიწყო და მედიისთვის დახურულია.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა.