მესამე დღეა, ველოდებით ჩვენი ოპონენტების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გვიერთდებიან თუ არა მიდგომაში, რომ ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ერთად, ამ უფლებების დაცვის ხარისხის აწევასთან ერთად, უნდა ვებრძოლოთ თუ არა ფსევდოლიბერალური ხასიათის პროპაგანდას, რასაც, მაგალითად, ლგბტ პროპაგანდა ჰქვია […] ისინი ამბობენ მაგალითად იმას, რომ რა დროს ეს არის, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. რა საკითხი არ დგას დღის წესრიგში, დღეს თანამედროვე მსოფლიოში ეს საკითხები არ გეცნობათ რომ აქტუალურია? […]
როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცავები და შესაბამისი სასჯელიც არის უმკაცრესი. თუ პრაქტიკაში რაიმე პრობლემას ხედავთ, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. პედოფილიაზე სასჯელი არ არის საქართველოში? ლგბტ პროპაგანდაზე ხომ არ არის? […] თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არა თუ დასჯის და უმკაცრესი ფორმები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი ლგბტ პროპაგანდისა არ არსებობს.
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპული საქართველოს ლიდერების პასუხად.
მათი თქმით, საქართველოში პედოფილიის მწვავე პრობლემას უნდა მიექცეს ყურადღება – “რეალური პრობლემაა სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანების მიმართ, პედოფილია და არასრულწლოვანების ქორწინება. ოღონდ, გაგიგიათ სადმე მაგაზე კამპანია ჩვენი მთავრობის ან ამაზე რეაგირება?” – თქვა გიგა ბოკერიამ.