მდინარაძე პარტიების აკრძალვაზე: ჯერ არჩევნებში ხალხმა უპასუხოს, მერე შევიტანთ სარჩელს

ქართული ოცნება პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას თვითმმართველობის ს შემდეგ გეგმავს. ეს მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მამუკა მდინარაძემ ეს არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიისთვის 1-თვიანი სამუშაო ვადის გახანგრძლივებით ახსნა.
“ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მოგეხსენებათ რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ 3-თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით გავახანგრძლივებთ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში” – თქვა მდინარაძემ.