მდინარაძე მისი ტიტუშკებით ვერ შემაშინებს! – პაატა ბურჭულაძე დაკავებას არ გამორიცხავს

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე დაკავებას არ გამორიცხავს – როგორც მან “პირველების” ეთერში განაცხადა, “ მთელ ქვეყანას ვერ დაიჭერს”.

მისი თქმით, მოულოდნელი იყო სა და მურთაზ ზოდელავას დაკავება.

დიდი პატივი იქნება იმ საქმისთვის, რა საქმესაც მე ახლა ვაკეთებ, რომ მართლა განვიცადო ის, რასაც ლევან ახბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა განიცდის. ბრძოლა ამით არ სეწყდება, მთელ საქართველოს ვერ დაიჭერენ ეს უსამშობლოები. 4 ოქტომბრის კი არ ეშინია, იცის რომ ამ დღეს ყველაფერი მორჩება და უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან. უნდათ რაც ნეპალში მოხდეს? ჩვენ გვინდოდა ეს ყევალფერი მშვიდობიანად გაგვეკეთებუინა და ასეც მოხდება. ჩემთვსი მოულოდნელი იყო ლევანის ასე დაკავება. რა უნდა უთხრან, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ხარ დაკავებულიო? 

როდესაც ეს 4 ოქტომბერი დავაანონსე, მე ვიცოდი რას ვაკეთებდი და ვიცი დრეს. ჩემი საქმეა ვემსახურო ქვეყანას. ვინ უნდა დამაშინეს, მდინაარძემ თავისი ტიტუშკებით და სუს-ის თანამშრომლებით? ამ ბრძოლას მე ბოლომდე მივიყვან. ვნახოთ, რა მოხდება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი , “კოალიცია ცვლილებსითვის” წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.

ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ