ხვალ რომ ასეთი კონფიგურაცია დალაგდეს და ამას მთელი სერიოზულობით შეხედოთ ახლა ცოტა დრამატიზირებისთვის ჰქონდეს წინასწარ გეუბნებით ჩემი მხრიდან ადგილი და უტრირება ზედმეტს მაგრამ უკაცრავად ამისთვის, ქართულად ხომ ვილაპარაკოთ ჩვენ, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს, მე მგონია რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ ხომ… თუ კი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან რომ მოდით თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან კარგია ესენი რომ ქართულად ლაპარაკობენ ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ.
ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც აშშ-ს ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის რუსული კანონისადმი კრიტიკას ეხებოდა.
“თუ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ყველა დასავლელმა მეგობარმა და პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა, ხოლო შენი ოკუპანტები მიესალმებიან, არის თუ არა ეს კარგი შენი ქვეყნისთვის?” – თქვა დანიგანმა.