ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მიიღებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას.
მდინარაძის თქმით, კობახიძის “პოლიტიკური განაცხადი იყო ის, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნებოდა”.
ის ასევე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობას კონფერენციაში და ამბობს, რომ პრეზიდენტი “მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და რადიკალიზმს აღვივებს”.
“ერთ-ერთი რიგითი ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად აქვს პრეზიდენტის მანტია მოსხმული და აქედან გამომდინარე, ეს მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად, იწევა კამპანია რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე – იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში. ახლა კითხვა ისმევა – რატომ არ მიდის პრემიერი? ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ კონფერენციებში, მათ შორის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იქ”- თქვა მდინარაძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო ლიდერი.