შეუძლებელია, ნორმალურმა ადამიანმა, ოდნავი სიმშვიდით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხაზგასმა მოვახდინო ამ ყველაფრის, შეხედოს, როგორ შეიძლება მოკლედ, სახეში წიხლი ურტყა ძირს წა… [წაქცეულ ადამიანს], […] რაც არ უნდა ჰქონდეს ნათქვამი ორი წუთით ადრე, ხუთი წუთით ადრე, ამ წაქცეულ ადამიანს, რაც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, არ შეიძლება.
[…] საკუთარი თანაგუნდელების წინაშე, პოლიციელს, სპეცრაზმელს, არ ვიცი საერთოდ ვინ არის ჰო? მინდა ვუთხრა, რომ უკაცრავად, მაგრამ საკუთარი მეგობრების წინაშეც არ არის ეს ადამიანი მართალი, იცით რატომ? შენ რომ ამას აკეთებ, იქ ასეულობით პოლიციელი და ათასეულობით პოლიციელი რომ ზედმიწევნით სწორად იქცევა, კორექტულად იქცევა, ითმენს ამ ყველაფერს, და სწორად ახორციელებს საპოლიციო ღონისძიებას, და ლეგიტიმურ ძალას არ აჭარბებს, იმ ადამიანსაც ხომ პრობლემას უქმნი? და მერე ამ ერთი მოქმედებით, ერთი, ორი და სამი მოქმედებით, ხო ასეულობით პოლიციელი ილანძღება? სახელმწიფო ილანძღება, პოლიციის იმიჯი ილახება, ჰოდა არ გვინდა რა მეგობრებო ეს არის… დღეს, დღეს უკვე, როგორც ჩანს, ბევრმა ძალიან კარგად გაითავისა და ხედავთ, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი ასეთი რისკები. დღეს კიდევ უფრო ფრთხილად იქცევიან პოლიციელები.
შესაბამისად, მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პოლიციელს, ვინც ზედმიწევნით სწორად ასრულებს თავის მოვალეობას, ასე გმირულად იცავს თავის ქვეყანას, თავის იმიჯს, ცდილობს, მოქალაქეებიც დაიცვას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ნაკლები ზიანი და ნაკლები ძალის გამოყენებით მოახდინოს საკუთარი საპოლიციო ღონისძიების აღსრულება, თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ TV იმედის ეთერში.