მდინარაძე კალაძეზე: კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!

კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…“ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია. მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის“ ქართან ფლირტი გადაწყვიტეს… არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“ – წერს მდინარაძე.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს 31 ივლისს დაასახელებს.