ფუკუიამა კი არა, ოიამა რომ იყო, ძალიან მაგარი მოჩხუბარი და სპორტსმენი – ის რომ დამიდგეს წინ, მასაც ვეტყვი, რომ რეალურად, ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ, ვიღაცამ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე კაცი, პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა.
ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაარჩინა – ფიზიკურადაც და ახლა ყველა ერთად, მისი ხელმძღვანელობით, ვცდილობთ, საქართველო სულიერადაც გადავარჩინოთ – გადაჭარბების გარეშე. და ვიღაც რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ გვაინტერესებს. ჩვენ და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ვიცით, რეალობა რა არის.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პოლიტოლოგისა და ფილოსოფოსის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას. ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად დაასახელა და თქვა, რომ ის ქართველი ხალხის აზრს არ გამოხატავს.