მდინარაძე: თურმე, გეგმავდნენ ივანიშვილისა და ოცნების ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას

მამუკა მდინარაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი ში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს.
“პირველი 3 დღე იცოდნენ, რომ გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ თავად მოწმეები, მათი უფლებადამცველები და ნაცმოძრაობის ტელევიზიები აქცენტს მაინცდამაინც შეთქმულების მუხლზე აკეთებდნენ და ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ […] ყველა საქმის კურსში იყო, გამოძიება რას ეხებოდა – რომ თურმე, გეგმავდნენ სა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით, სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა აღარაფრის შანსი რომ აღარ აქვთ. ს მოგებაზე აღარ არის საუბარი. და მაინცდამაინც ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ”. – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
სამთავრობო მედიები, POS TV, რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია.
აღნიშნულის შესახებ სამთავრობო მედია სუს-ის მიერ სასამართლოში გამოკითხული მებრძოლის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის კომენტარზე დაყრდნობით საუბრობს, თუმცა, რეალურად, რამიშვილმა მხოლოდ გამოკითხვის შინაარსზე ისაუბრა და მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს.
“კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების… ეს არის ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ქართული ოცნების მაღალ ეშელონებს. […]
თურმე, იგეგმება საქართველოში ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება”. – თქვა გამოკითხვის შემდეგ რამიშვილმა და ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილია.
ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის აფეთქება, რამიშვილმა უპასუხა: “არა, ესე აფეთქება… ღმერთმა დაიფაროს”.
ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. მოწმეებისა და ადვოკატების თქმით, გამოძიება 315-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებასა და ტერორისტულ აქტს გულისხმობს.
გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია არიან.