მდინარაძე: თავიდან თუ ნახეთ, ვეუბნებოდი, რომ თქვენ შეიძლება გულწრფელად გჯერათ და რაღაც მსგავსი პოზიციონირება მქონდა, რომ შეიძლება რაღაც შეცდომაში ხარ შეყვანილი. თურმე …

“არ ვნერვიულობ იმიტომ, რომ ვიცი, გამარჯვებული გამოვალ. ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობს, ახლობელს, მეგობარს, პოლიტიკურ პარტნიორს, თანაგუნდელს, უმრავლესობის წევრს თუ მინისტრს უთქვამს, რომ შენ განსაკუთრებულად გვმატებ ხოლმე ენერგიას იმიტომ, რომ საერთოდ ემოცია არ გეტყობა და ისე პოზიციონირებო. ერთადერთი, რაც მანერვიულებს, არის ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოება, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები. […]ამ ქალზე მეუბნებიან, 6 თვე საქართველოში არ არის, ანუ ნომრიანი აგენტია, ასე გამოვიდა. თავიდან თუ ნახეთ, ვეუბნებოდი, რომ თქვენ შეიძლება გულწრფელად გჯერათ და რაღაც მსგავსი პოზიციონირება მქონდა, რომ შეიძლება რაღაც შეცდომაში ხარ შეყვანილი. თურმე შეცდომაშია შეყვანილი კი არა, ლგბტ პროპაგანდისტია და იქ ამერიკაში დიასპორაში ცდილობდა რაღაცების დალაგებას და ხალხის გაგიჟებას”, – თქვა მ ნანა დიხამინჯიას შესახებ TV იმედის პირდაპირ ეთერში