პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად, უფრო – ცუდ სიტყვებს მოვერიდები, ქალის მიმართ გამოვიყენო, მაგრამ უფრო ცუდად, ვიდრე ლაპარაკობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც კი. მათ ხომ კონსტრუქციული როლი მოირგეს, კვლევა აქვთ ჩასატარებელი ერთ თვეში. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე ნაცები. ნაცზე უფრო ნაცი სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს ლელოს და გახარიას წარმომადგენლებს.