მდინარაძე ზურაბიშვილზე: ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ საზეიმო ღონისძიებაზე, პრეზიდენტი გამომსვლელად გათვალისწინებული არაა.
“სცენარი როდესაც გაიწერა, მთავრობა იყო ამაში ჩართული, ვიცი რომ ის გამომსვლელად არაა გათვალისწინებული. ტაიკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, ეს არ ვიცი”, – განაცხადა მდინარაძემ.
ის კვლავ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო:
“ამბავში უნდა, უბრალოდ, რომ გაერიოს. ამ ადამიანს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტიც ლეგიტიმაცია არ აქვს”.
ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ზეიმს შეუერთდება.