ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. […]
ამ ადამიანს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ იქ [საზეიმო ღონისძიებაზე] იყოს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული.
ახლა, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს, ეს არ ვიცი.
თქვა ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უერთდება პრემიერ ღარიბაშვილის მიერ დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას.