ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები “პროვოკაციებს” გეგმავდნენ და ამის გამო არ მივიდნენ მემორიალთან.
მისი თქმით, “პროვოკაციებს” არ აყვნენ. ოცნების მთავრობის წარმომადგენლები დღეს რუსთაველის გამზირის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
“დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან, ამ დღეს ცდილობენ, რომ დაპირისპირება შემოიტანონ და ძალადობა შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა და ძალიან ცუდი იქნებოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს, უკაცრავად ამ გამონათქვამისთვის, მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ, არ ავყევით, ვარჩიეთ, რომ ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე. მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები”- თქვა მდინარაძემ.
